Accessibility links

აშშ-ის სენატში ჩვენების მისაცემად დაიბარეს ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი


აშშ-ის სენატის იურიდიულმა კომიტეტმა 26 ივლისს ჩვენების მისაცემად დაიბარა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პოლ მანაფორტი. მანაფორტი 2016 წლის ივნისიდან აგვისტომდე ხელმძღვანელობდა ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას და მას 25 ივლისს ესაუბრნენ სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრები - კერძოდ, დაუსვეს შეკითხვები რუსეთთან კონტაქტის შესახებ. ამ შეხვედრის შემდეგ მანაფორტი ოფიციალურად დაიბარეს სენატის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც იმსჯელებენ აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში უცხოეთიდან სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებულ საკითხებზე. რუსპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების, ჩაკ გრესლისა და დაიან ფაინშტაინის განმარტებით, მანაფორტს ჩვენების მოთხოვნით ოფიციალური უწყება გადაეცა იმის გამო, რომ სენატორებმა ვერ შეძლეს მასთან შეთანხმება კერძო და ნებაყოფლობით საუბრებთან დაკავშირებულ პირობებზე. სენატის იურიდიულ კომიტეტში 26 ივლისის სხდომა დანიშნულია, ვაშინგტონის დროით, დილის 10 საათზე (საქართველოში 18 საათზე). მანაფორტი ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას მიღებული ჰქონდა დიდი თანხა უკრაინის ყოფილი, პრომოსკოვური მთავრობისაგან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG