Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: წარმომადგენელთა პალატამ დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კენჭისყრაში დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას მიუხედავად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგობისა. ახალ ზომებს წარმომადგენელთა პალატის 419-მა წევრმა მისცა ხმა სამის წინააღმდეგ. სანქციებს მხარი დაუჭირეს როგორც ტრამპის თანაპარტიელმა რესპუბლიკელებმა, ისე დემოკრატებმა. თუკი კანონპროექტს სენატიც დაუჭერს მხარს, ის დაახლოებით ერთი კვირის ვადაში შეიძლება გადაეგზავნოს თეთრ სახლს დასამტკიცებლად. როგორც ვარაუდობენ, კონგრესის ორივე პალატაში საკმარისი ხმები მოგროვდება, რათა დაიძლიოს პრეზიდენტის შესაძლო ვეტო. კანონპროექტი ითვალისწინებს ახალ მკაცრ სანქციებს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგაც.

XS
SM
MD
LG