Accessibility links

მოსკოვი აკრიტიკებს რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების შემოღების გეგმას


სერგეი რიაბკოვი ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსი ოფიციალური პირები მკაცრი კრიტიკით გამოეხმაურნენ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების შემოღების გეგმას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა 26 ივლისს გამოაცხადა, რომ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც 25 ივლისს დაამტკიცა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, არის ნაბიჯი ვაშინგტონის და მოსკოვის ურთიერთობაში "ნორმალიზაციის პერსპექტივის მოსპობის მიმართულებით". რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასის" ცნობით, რიაბკოვმა აღნიშნა, რომ, როგორც მოსკოვს ბევრჯერ აქვს ნათქვამი, ასეთი ნაბიჯები არ ჩაივლის საპასუხო ზომების გარეშე. თუკი წარმომადგენელთა პალატის შემდეგ კანონპროექტს სენატიც მიემხრობა, ის დაახლოებით ერთი კვირის ვადაში შეიძლება გადაეგზავნოს თეთრ სახლს დასამტკიცებლად. როგორც ვარაუდობენ, კონგრესის ორივე პალატაში საკმარისი ხმები მოგროვდება, რათა დაიძლიოს პრეზიდენტის შესაძლო ვეტო. კანონპროექტი ითვალისწინებს ახალ მკაცრ სანქციებს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგაც.

XS
SM
MD
LG