Accessibility links

რუსი პარლამენტარები მოითხოვენ პოლონეთისათვის სანქციების დაწესებას


რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, გადადგას ნაბიჯები პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების შემოსაღებად, ამ ქვეყანაში საბჭოთა მონუმენტების აღების გეგმის გამო. მაგრამ კრემლის განცხადებით, პუტინს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება სანქციებზე მას შემდეგ, რაც პოლონეთში მიიღეს კანონი, რომელიც მთავრობას აძლევს 500-მდე საბჭოთა მონუმენტის, როგორც ტოტალიტარული რეჟიმის გადმონაშთების, დემონტაჟის უფლებას. ვარშავა საბჭოთა კავშირს მიიჩნევს ოკუპანტ სახელმწიფოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოთხი ათწლეულის განმავლობაში, რის გამოც მიზანშეწონილად თვლის ამ პერიოდის მონუმენტების აღებას. გასულ კვირაში რუსეთის საგარეო უწყებამ მოუწოდა პოლონეთს, უარი თქვას მონუმენტების დემონტაჟის გეგმაზე, რადგან ასეთი ნაბიჯი დაარღვევდა მემკვიდრეობის შესახებ რუსეთისა და პოლონეთის შეთანხმებებს.

XS
SM
MD
LG