Accessibility links

თბილისში შენობის დემონტაჟისას ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა


ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა თბილისში, სოხუმის ქუჩაზე შენობის დემონტაჟისას. ნანგრევებში მოყოლილი ერთი მუშა ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი საავადმყოფოში მოათავსეს. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოების წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟს მერიის ნებართვით ახორციელებდა სამშენებლო კომპანია ”როიალ გრუპი.” გამგებლის ინფორმაციით, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კომპანია რამდენჯერმე, სულ ბოლოს კი 24 ივლისს გააფრთხილა უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG