Accessibility links

NDI-მ გამოაქვეყნა საქართველოსთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე 2017 წლის ივნის-ივლისში ჩატარებული კვლევის შედეგები


აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა საქართველოსთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე 2017 წლის ივნის-ივლისში ჩატარებული კვლევის შედეგები. ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის, 52%-ით პირველ ადგილზეა სამუშაო ადგილები. მას 31%-ით მოსდევს სიღარიბე, მესამე ადგილზე კი ტერიტორიული მთლიანობაა, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად მიიჩნევს გამოკითხულთა 30%. ინფლაცია დაასახელა რესპონდენტების 28%-მა. გამოკითხულთა 4% მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, 27%-ის შეფასებით, ძირითადად სწორი მიმართულებით, ხოლო 35%-ის აზრით, საქართველო არ იცვლება. გამოკითხულთა 20% მიიჩნევს, ქვეყანა ძირითადად არასწორად ვითარდება, 11%-ის შეფასებით კი, ნამდვილად არასწორი მიმართულებით. ამავე კვლევის თანახმად, 2015 წლის აგვისტოს შემდეგ 12%-ითაა გაზრდილი რაოდენობა იმ რესპონდენტებისა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ მათ ქალაქსა და სოფელში პირობები გაუმჯობესდა. ეს მაჩვენებელი 2015 წლის აგვისტოში 9% იყო, წელს ივნისში კი 21%. შეკითხვას, რომელი ინფრასტრუქტურული საკითხი აწუხებთ ყველაზე მეტად, 37%-მა გზები დაასახელა, 22%-მა გარემოს დაბინძურება და 17%-მა წყლით მომარაგება. საქართველოს დღევანდელი მთავრობის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 1%, კარგად 9%, საშუალოდ 52%, ცუდად 23% და ძალიან ცუდად 12%. NDI-ის დაკვეთით, გამოკითხვა ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა. მან 18 ივნისიდან 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით გამოკითხა 2 261 რესპონდენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG