Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაზიანის ბაზაზე ჩავიდა ამერიკული მძიმე ტექნიკის ნაწილი სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად


თბილისთან, ვაზიანის ბაზაზე ჩავიდა ამერიკული მძიმე ტექნიკის ნაწილი მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში, ”ღირსეული პარტნიორი 2017“-ში, მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკული მძიმე ტექნიკა სარკინიგზო გზით ჩავიდა ფოთის პორტიდან ვაზიანში. საქართველოს შეიარაღებული ძალები და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობა ვაზიანის პოლიგონზე მესამედ ჩაატარებს სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“. ის 30 ივლისიდან 12 აგვისტომდე გაგრძელდება. მანევრებში მონაწილეობენ საქართველოს, აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, უკრაინის, სომხეთის, სლოვენიისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სწავლების მიზანია სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთნელი შესაძლებლობის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე ლოგისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწა.

XS
SM
MD
LG