Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მედია: პრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა მიხეილ სააკაშვილს


უკრაინის მედიის ცნობით, ქვეყნის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში დაადასტურეს, რომ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა. ამ ცნობამდე გავრცელდა უკრაინის პარლამენტის წევრის, „რადიკალური პარტიის“ წარმომადგენლის იგორ მოსიიჩუკის განცხადება, რომ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა მიხეილ სააკაშვილს. მოსიიჩუკმა ეს ინფორმაცია „ფეისბუკში“ დაწერა. ინტერნეტგამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ აღნიშნავს, რომ ინფორმაციის შესამოწმებლად ჯერ ვერ დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ცნობების თანახმად, საქართველოს პროკურატურა ადასტურებს, რომ ორჯერ ოფიციალურად მიმართა უკრაინის მხარეს სააკაშვილის ექსტრადიციის თხოვნით და ორივეჯერ ოფიციალური უარი მიიღო. საქართველოში სააკაშვილს წაყენებული აქვს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებები.

XS
SM
MD
LG