Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილს ჩამოერთვა უკრაინის მოქალაქეობა


მიხეილ სააკაშვილი, 11 ნოემბერი, 2016 წ.
მიხეილ სააკაშვილი, 11 ნოემბერი, 2016 წ.

უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის ცნობით, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჩამოერთვა უკრაინის მოქალაქეობა. როგორც საიმიგრაციო სამსახური იტყობინება თავის ოფიციალურ ვებსაიტზე, სააკაშვილს მოქალაქეობა იმისთვის ჩამოართვეს, რომ 2015 წელს მან არასწორი ინფორმაცია ჩაწერა განაცხადში, რომლითაც მოქალაქეობას ითხოვდა. კერძოდ, სააკაშვილს, ამავე წყაროს თანახმად, არ გაუმხელია, რომ მის წინააღმდეგ საქართველოში აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. ამ ცნობამდე „ფეისბუკით“ გავრცელდა უკრაინის პარლამენტის წევრის, „რადიკალური პარტიის“ წარმომადგენლის იგორ მოსიიჩუკის განცხადება, რომ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა მიხეილ სააკაშვილს. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მან ორჯერ მიმართა უკრაინის მხარეს სააკაშვილის ექსტრადიციის თხოვნით, მაგრამ ორივეჯერ უარი მიიღო. საქართველოში სააკაშვილს წაყენებული აქვს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებები.

XS
SM
MD
LG