Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესში მიღწეულია შეთანხმება რუსეთის მიმართ სანქციების მხარდასაჭერად


აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი ლიდერები აცხადებენ, რომ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც გზას უხსნის რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას. ამავე კანონპროექტით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვერ შეძლებს მოსკოვისთვის სანქციების შემსუბუქებას კონგრესის თანხმობის გარეშე. კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს ითვალისწინებს, 25 ივლისს თითქმის ერთხმად დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ. მაგრამ სენატში კანონპროექტს მოწინაღამდეგეები ჰყავს, რადგან მასში ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციებზეც არის ლაპარაკი და არა მარტო სანქციებზე რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ, როგორც თავდაპირველ ვერსიაში. ჯერ არ არის ცნობილი, როდის გაიმართება სენატში კენჭისყრა სანქციების საკითხზე.

XS
SM
MD
LG