Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა მიხეილ სააკაშვილს


უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. სააგენტო unian-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა დღეს განაცხადა, რომ მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის მიერ წარმოდგენილი დამაჯერებელი ფაქტებით, მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეობის მისაღებად საჭირო განაცხადში მიუთითა არასარწმუნო ინფორმაცია, ამიტომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ მხარი დაუჭირა მიგრაციის სამსახურის შუამდგომლობას და პრეზიდენტს ურჩია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. პეტრო პოროშენკოს პრესსამსახურის ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ეს განკარგულება გამოქვეყნებას არ ექვემდებარება, რადგან პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, 26 ივლისს გაავრცელა უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG