Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, 22% ხმას ”ქართულ ოცნებას” მისცემდა


ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, 22% ხმას ”ქართულ ოცნებას” მისცემდა, 7% ”ნაციონალურ მოძრაობას“ და 3% ”ევროპულ საქართველოს” - ასეთია აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლებიც ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა. ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტების 40%-მა არ იცის რომელ პარტიას მისცემდა ხმას, 14%-მა პასუხზე უარი თქვა, 7% კი მხარს არცერთ პარტიას არ დაუჭერდა. ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 30% ხმას კახა კალაძეს მისცემდა, 19% - ალექსანდრე ელისაშვილს, 18% - ზაალ უდუმაშვილს და 5% - ელენე ხოშტარიას. შეკითხვას, რომელი პარტიაა მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, რესპონდენტების 37%-მა უპასუხა, რომ არცერთი, 23%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 9%-მა ”ნაციონალური მოძრაობა,“ 4-4%-მა „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ და 3%-მა ლეიბორისტული პარტია. NDI-ის დაკვეთით, გამოკითხვა ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა. მან 18 ივნისიდან 9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით გამოკითხა 2 261 რესპონდენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.

XS
SM
MD
LG