Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს მექრთამეობის ბრალდებით გაასამართლებენ


ალექსეი ულიუკაევი
ალექსეი ულიუკაევი

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს გადასცა სისხლის სამართლის საქმე ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრის, ალექსეი ულიუკაევის მიმართ. ამ ცნობას რუსეთის მედია ავრცელებს. ულიუკაევი შარშან ნოემბერში დააკავეს კომპანია „როსნეფტის“ ოფისში. გამოძიების ვერსიით, მინისტრი ცდილობდა ორი მილიონი დოლარის გამოძალვას "როსნეფტის" მიერ კომპანია „ბაშნეფტის“ შესყიდვაზე გარიგების დადებითად შესაფასებლად. გენერალური პროკურატურის განცხადებით, ულიუკაევს წაყენებული აქვს მექრთამეობისა და კორუფციის ბრალდებები. 26 ივლისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა შინა პატიმრობიდან ულიუკაევის გაშვებაზე. მას აკრძალული აქვს საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ან შეცვლა, ისევე როგორც კომუნიკაცია სხვა პირებთან, ოჯახის წევრების გარდა. ილიუკაევი არის ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი რუსეთში, საბჭოთა პერიოდის ჩათვლით, რომელიც 1950-ანი წლების შემდეგ დაუკავებიათ.

XS
SM
MD
LG