Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში არაკონსტიტუციურად ცნეს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული რეფერენდუმი


იგორ დოდონი
იგორ დოდონი

მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად აფასებს პრეზიდენტ იგორ დოდონის მოთხოვნას, ჩატარდეს რეფერენდუმი, რომელიც გაზრდიდა მის უფლებამოსილებებს. სასამართლომ 27 ივლისს გამოაცხადა ეს გადაწყვეტილება. მისი განმარტებით, რეფერენდუმისთვის ჩამოყალიბებული შეკითხვები „გადის პრეზიდენტის უფლებამოსილების სფეროდან“. მოლდავეთის პრომოსკოვური კურსის მომხრე პრეზიდენტმა დოდონმა მარტში მოაწერა ხელი განკარგულებას 24 სექტემბერს რეფერენდუმის ჩატარების შესახებ: მისი გეგმით, მოლდაველებს რამდენიმე შეკითხვა უნდა დაუსვან, მათ შორის, უნდა ჰქონდეს თუ არა პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშნვის უფლება და უნდა შემცირდეს თუ არა პარლამენტარების რიცხვი 101-დან 71-მდე. მოლდავეთის ოპოზიციური ლიბერალური პარტია აკრიტიკებს ამ გეგმას.

XS
SM
MD
LG