Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტმა დანიშნა ახალი ელჩი გაეროში, ვასილი ნებენზია


გაეროს უშიშროების საბჭო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დანიშნა ახალი მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ვასილი ნებენზია. პუტინმა 27 ივლისს მოაწერა ხელი შესაბამის განკარგულებას. ნებენზიამ დატოვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა გაეროში ელჩად მუშაობის დასაწყებად. ეს პოსტი დროებით ეკავა პიოტრ ილიჩიოვს მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკში თებერვალში გარდაიცვალა ელჩი ვიტალი ჩურკინი. ამ პოსტზე მან 2006 წელს შეცვალა რუსეთის საგარეო საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი, სერგეი ლავროვი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG