Accessibility links

გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილს უარი არ უნდა ეთქვა ქვეყანაზე


საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს უარი არ უნდა ეთქვა ქვეყანაზე, რომელმაც მას ორჯერ ანდო პირველი პირისა და მთავარსარდლის როლი. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში აკრედიტებული უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ”როდესაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე, უარი განაცხადა მე ვთქვი, რომ ეს ძალიან სამწუხარო იყო, რადგან ადამიანს, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჰქონოდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა, რომელმაც 2015 წლის 4 დეკემბერს საკუთარი ბრძანებით ჩამოართვა მოქალაქეობა მის წინამორბედს. სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით პრეზიდენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG