Accessibility links

მოსკოვი აცხადებს, რომ აშშ-მა უნდა შეამციროს დიპლომატების რიცხვი რუსეთში


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აშშ-ი ვალდებული იქნება შეამციროს დიპლომატების რიცხვი რუსეთში, ხოლო საელჩოს აღარ შეეძლება მოსკოვში არსებული დიპლომატიური ვილებითა და საწყობებით სარგებლობა. ამგვარი პასუხი გასცა რუსეთის დიპლომატიურმა უწყებამ აშშ-ის კონგრესის სენატის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. საპასუხო ნაბიჯებზე მინიშნება 27 ივლისს გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმაც. „როგორც იცით, ჩვენ ვმოქმედებთ ძალიან თავშეკავებით და მოთმინებით. თუმცა, რაღაც მომენტში ჩვენ მოგვიწევს პასუხის გაცემა. შეუძლებელია დაუსრულებლად ვითმინოთ რაღაცნაირი თავხედობა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა პუტინმა 27 ივლისს ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, აშშ-მა 1 სექტემბრისათვის 455-მდე უნდა შეამციროს დიპლომატების რიცხვი. ხოლო თუ ვაშინგტონი შემდეგშიც გააძევებს რუს დიპლომატებს ქვეყნიდან, მაშინ რუსეთი საპასუხო ზომებს მიმართავს.

XS
SM
MD
LG