Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იან კელიმ „უკრაინის საქმე“ უწოდა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას


იან კელი
იან კელი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ „უკრაინის საქმე“ უწოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას. ელჩმა უარი თქვა ამ ნაბიჯის კომენტირებაზე და აღნიშნა, რომ ამგვარ საკითხებს ამერიკის შეერთებული შტატები უყურებს საერთაშორისო ვალდებულების და საერთაშორისო სამართლის ჭრილში. ”ნებისმიერი პიროვნება, ვინც მსგავსი საკითხის წინაშე დგას, უნდა დაეყრდნოს სამართლებრივ განხილვას კომპეტენტური იურისტების დახმარებით, რადგან ეს არის სამართლებრივი საკითხი და ზოგადად ასეთი საკითხები უნდა წყდებოდეს კანონის უზენაესობის ზოგადი პრინციპით”, - განაცხადა იან კელიმ, რომლის სიტყვებიც ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მოჰყავს. აშშ-ის ელჩი ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მიერ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებულ შეკითხვას, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არავის დახმარებას არ ეძებს.

XS
SM
MD
LG