Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს ღია წერილით მიმართეს


მაიკ პენსი
მაიკ პენსი

რამდენიმე წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოში, ღია წერილი გაუგზავნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს, რომელიც 31 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება საქართველოს. წერილში კრიტიკული შენიშვნაა გამოთქმული საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე ნაბიჯზე, რომლებიც, ავტორების აზრით, საფრთხის წინაშე აყენებს უკანასკნელი წლების დემოკრატიულ მიღწევებს. კონკრეტულად ასეთი პრობლემატური საკითხებია, მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციის ერთპიროვნული რეფორმირება და იმგვარი მექანიზმების შემოღების მცდელობა, „რომლებიც გაუმართლებლად უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებდა ამჟამინდელ პოლიტიკურ პარტიას“. წერილის ავტორები აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს სთხოვენ ყურადღება მიაქციონ ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებულ ვითარებას. „მიუხედავად რეფორმების სამი ტალღისა და მართლმსაჯულების სისტემის ზოგიერთი პოზიტიური ცვლილებისა 2012 წლის შემდეგ "ქართული ოცნების" მთავრობამ უმეტესწილად ვერ შეძლო ამ სფეროში არსებული სისტემური პრობლემების მოგვარება. შედეგად, სასამართლო კვლავაც ექვემდებარება არასათანადო გავლენას როგორც ხელისუფლების, ისე სასამართლოს შიგნითვე არსებული ინტერესთა ჯგუფების მხრიდან“, - ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერს 24 არასამთავრობო ორგანიზაცია.

XS
SM
MD
LG