Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი გადადგა სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიმართ კორუფციულ საქმეზე წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. სასამართლოს 28 ივლისის დადგენილებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლად შედის ძალაში, რადგან შარიფის ოჯახმა ვერ შეძლო განემარტა სასამართლოსათვის ოფშორულ კომპანიებში არსებული დიდძალი ქონების წარმომავლობა. „მას აღარ აქვს უფლება იყოს პარლამენტის პატიოსანი წვერი და ეკავოს პრემიერ-მინისტის პოსტი“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე აიაზ აფზალ ხანმა. მას შემდეგ რაც სასამართლოს დადგენილება გამოცხადდა, შარიფმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. 2015 წელს აღმოჩნდა, რომ შარიფის შვილებს კავშირი ჰქონდათ ე.წ. „პანამის ქაღალდებში“ ჩამოთვლილ ანგარიშებთან. შარიფი და მისი ოჯახი უარყოფენ რაიმე დანაშაულს.

XS
SM
MD
LG