Accessibility links

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს მისი საპარლამენტო მდივნის გამონათქვამებზე რეაგირებას სთხოვს


პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამოვლენა, - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 26 ივლისს საარჩევნო კოდექსსა და თვითმმართველობის შესახებ კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვას პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს შორის კამათი მოჰყვა. ”პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი, ეს არის ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“, - განაცხადა ანა დოლიძემ სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. პრეზიდენტმა პასუხად პარლამენტს მოუწოდა, დაუბრუნდეს კანონშემოქმედებით საქმიანობას და კონცენტრაცია მოახდინოს ქვეყანაში არსებული რეალურ ვითარებაზე. რაც შეეხება მისი საპარლამენტო მდივნის გამონათქვამებზე რეაგირებას, მარგველაშვილი აცხადებს, რომ მას "ეამაყება", რომ ანა დოლიძისნაირ ადამიანებთან ერთად ემსახურება ხალხსა და ქვეყანას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG