Accessibility links

დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს


დონალდ ტრამპი

თეთრი სახლი აცხადებს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ხელი მოაწეროს კანონს, რომელიც აძლიერებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამო. დონალდ ტრამპის განზრახვა ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამაგიეროს გადახდის მიზნით, ვაშინგტონს მოუწოდა შეამციროს საელჩოს თანამშრომელთა რიცხვი რუსეთში. გარდა ამისა, აშშ-ის საელჩოს რუსეთში ჩამოერთვა რანდენიმე შენობით სარგებლობის უფლება. 27 ივლისს აშშ-ის სენატმა თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას. კანონპროექტი ითვალისწინებს ახალ მკაცრ სანქციებს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგაც. მანამდე, 25 ივლისს, ახალ მკაცრ ზომებს მხარი დაუჭირა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც. თეთრი სახლის 28 ივლისის განცხადება ცხადყოფს რეალობას, რომდონალდ ტრამპის ვეტოს შემთხვევაში კანონმდებლებს მისი დაძლევა არ გაუჭირდებოდათ.

XS
SM
MD
LG