Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ორი კაცი დაშავდა


დასავლეთ საქართველოს ხარაგაულის რაიონში ერთ-ერთი სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ანეულასთან გუშინ საღამოს მოხდა, სადაც სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, იქ დასაქმებული 2 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთ მსუბუქადაა დაშავებული, ხოლო მეორე - შედარებით მძიმედ. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG