Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა შეიწყალა საქართველოს გამო სახელმწიფო ღალატში მსჯავრდებულები


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა შეიწყალა სახელმწიფო ღალატისათვის მსჯავრდებული ორი მოქალაქე, სოჭის მცხოვრები მარინა ჯანჯღავა და ანიკ კესიანი. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად ცნო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე, საქართველოში მცხოვრები ნაცნობებისათვის მობილური ტელეფონით მგრძნობიარე ინფორმაციის გაგზავნისათვის. ქალები ადრესატებს ატყობინებდნენ აფხაზეთის მიმართულებით რკინიგზის საშუალებით რუსეთის სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას. ვლადიმირ პუტინის მიერ 29 ივლისს ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ჯანჯღავა და კესიანი თავისუფლდებიან სასჯელისაგან, რაც პატიმრობაში მათ შემდგომ ყოფნას ითვალისწინებს. მსჯავრდებული ქალების ადვოკატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად, ისინი აპირებენ მათთვის გამოტანილი განაჩენის გაუქმებას.

XS
SM
MD
LG