Accessibility links

საქართველოში გაიხსნა სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი - 2017“


"ღირსეული პარტნიორი - 2017“

30 ივლისს თბილისთან ახლომდებარე თავდაცვის სამინისტროს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ოფიციალურად გაიხსნა საერთაშორისო-მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი - 2017“, რომელიც ორ კვირას გასტანს. სამხედრო წვრთნაში, რომელიც საქართველოში მესამედ იმართება, ნატოს წევრი და პარტნიორი რვა ქვეყნის 2800-ზე მეტი სამხედრო და 500-მდე სამხედრო ტექნიკა მიიღებენ მონაწილეობს. საერთაშორისო სწავლების გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისასალმებელია, რომ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სწავლების მონაწილე ქვეყნების რაოდენობა და საქართველოსთან, აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად მასში ჩართული არიან გერმანია, თურქეთი, სლოვენია, უკრაინა და სომხეთი. ამასთან, გერმანია სამხედრო ტექნიკით წელს პირველად ჩაერთო სწავლებაში. წვრთნაში წარმოდგენილია ასევე, ამერიკული ტანკები „აბრამსები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და „სტრაიკერი“, ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი”. სამხედრო სწავლების მიმდინარეობის ერთ-ერთ ფაზას პირადად დაესწრება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც მეუღლესთან ერთად წინასწარი ინფორმაციით 31 ივლისს ესტუმრება საქართველოს. სწავლების აქტიური ფაზა 12 აგვისტოს ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.

XS
SM
MD
LG