Accessibility links

აშშ-მა „უსაფრთხო“ უწოდა სპარსეთის ყურეში მომხდარ ინციდენტს


სპარსეთის ყურე, 2017 წლის 25 ივლისი

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობა აცხადებს, რომ ამერიკელი მფრინავები მოქმედებდნენ „უსაფრთხოდ და პროფესიონალურად“ ინციდენტის დროს, რომელსაც ცოტა ხნის წინ მოხდა სპარსეთის ყურეში. გავრცელებული ცნობით, 29 ივლისს დიდი სიჩქარით მცურავი ირანის რევოლუციური გვარდიის კუთვნილი საზღვაო ხომალდი, რომელიც რამდენიმე რაკეტით იყო აღჭურვილი, სახიფათოდ მიუახლოვდა აშშ-ის გემებს. მას შემდეგ, რაც ირანის გემიდან არავინ გამოვიდა რადიოკავშირზე, ამერიკული შვეულმფრენიდან, რომელიც ავიამზიდ „ნიმიციდან“ აფრინდა, სასიგნალო რაკეტები გაუშვეს. ამის შემდეგ ირანის გემები მიიმალნენ. ირანის სახელმწიფო მედია კი იუწყება, რომ ირანული ხომალდები რესალატის ნავთობისა და გაზის პლატფორმასთან იმყოფებოდნენ, როდესაც ამერიკულმა შვეულმფრენმა პროვოკაციის მიზნით, მათ მიმართ სასიგნალო რაკეტები გაისროლა.

XS
SM
MD
LG