Accessibility links

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ესტონეთში ჩავიდა. 31 ივლისს კი საქართველოს ესტუმრება


მაიკ პენსი და კარენ პენსი ტალინის აეროპორტში

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი 30 ივლისს ეწვია ესტონეთს, რომელიც პირველი ქვეყანაა იმ სამიდან, რომლებიც შეშფოთებული არიან რეგიონში რუსეთის ზრახვების გამო. პენსი უკვე შეხვდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრ იური რატას, მოგვიანებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი შეხვდება ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებს. ესტონეთიდან მაიკ პენსი 31 ივლისს ესტუმრება საქართველოს, სადაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს. სამდღიან ტურნეს კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დაასრულებს ჩერნოგორიაში, რომელიც ივნისის ბოლოს ნატოს წევრი ქვეყანა გახდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, მაიკ პენსი კვლავ დაადასტურებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას ამ ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ამაღლების საქმეში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG