Accessibility links

ქაბულიდან ვრცელდება ცნობები ერაყის საელჩოსთან აფეთქებისა და სროლის შესახებ


ქაბულიდან ვრცელდება ცნობები ერაყის საელჩოსთან ავღანეთის უშიშროების ძალებსა და შეიარაღებულ პირებს შორის შეტაკებაზე, რომელსაც წინ უსწრებდა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქება. საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობით, ერაყის საელჩოსთან დღეს აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა, რასაც მოჰყვა შენაოაბში შეიარაღებული პირების შეჭრის მცდელობა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სააინისტროს ინორმაციით, ერაყელი დიპლომატები უსაფრთხოდ არიან და თავდასხმაში, როგორც ვარაუდობენ, სამი შეიარაღებული პირი მონაწილეობს. ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG