Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მაიკ პენსის ვიზიტის ბრიფინგი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ


მიეხილ ჯანელიძე
მიეხილ ჯანელიძე

საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტის გამო, დღეს თბილისში ბრიფინგი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ. „ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ვიცე-პრეზიდენტი პირველივე ევროპული ტურნეს ფარგლებში ესტუმრება საქართველოს და ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ვიცე პრეზიდენტის ტურნე ევროპაში საქართველოსთან ერთად იმართება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ესტონეთი და მონტენეგრო, რაც ნიშნავს, რომ საქართველო აშშ-ის მხრიდან აღიქმება, როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრის თქმით, ამაზე მეტყველებს გზავნილი, რომელიც გაჟღერდა ვიცე პრეზიდენტის მხრიდან, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველო და მონტენეგრო არიან ამერიკის მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში და ამერიკა არის და დარჩება ამ ქვეყნების გვერდით თავისუფლების დასაცავად. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ აშშ ყოველთვის იყო საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიული განვითარების და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის ძირითადი გარანტი და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი.

XS
SM
MD
LG