Accessibility links

მოლდავეთში გაიმართა აქცია საარჩევნო სისტემის სადავო ცვლილებების გასაპროტესტებლად


საპროტესტო აქცია კიშინიოვში

მოლდავეთში ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა აქციაზე მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დაამტკიცა საარჩევნო სისტემის სადავო ცვლილებები, რომლებიც, ოპონენტების აზრით, მომგებიანია ორი უდიდესი პოლიტიკური პარტიისათვის. აკრიტიკებენ ასევე საკითხის საჯაროდ განხილვის ნაკლებობას. დემონსტრანტები მოლდავეთისა და ევროკავშირის დროშებით შეიკრიბნენ კიშინიოვში, პარლამენტის შენობასთან. საარჩევნო ცვლილებების 27 ივლისს დამტკიცების შემდეგ მოლდავეთში უკვე რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. ცვლილებების შესაბამისად, დაიწევს პოლიტიკური ალიანსებისათვის პარლამენტში მოსახვედრი ზღვარი, იქმნება ახალი საარჩევნო ოლქები და კანდიდატებს მოუწევთ თავიანთ შემოსავლებზე ინფორმაციის გასაჯაროვება.

XS
SM
MD
LG