Accessibility links

კრემლი: აშშ-ზეა დამოკიდებული, დიპლომატიური კონტინგენტის რომელ ნაწილს შეამცირებს


აშშ-ის საელჩო მოსკოვში

კრემლი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია გადაწყვიტოს, რუსეთში თავისი დიპლომატიური კონტინგენტის რომელ ნაწილს შეამცირებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მოითხოვა რუსეთში ამერიკის დიპლომატიური დაწესებულებების 755 თანამშრომლით შემცირება. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, შესაძლოა, 755 კაცს შორის იყვნენ რუსეთის მოქალაქეებიც, რომლებიც აშშ-ის დიპლომატიურ დაწესებულებებში მუშაობენ. რუსეთში არ არის ამდენი ამერიკელი დიპლომატი, ჩვენ ვსაუბრობთ დიპლომატებზე, პირებზე დიპლომატიური სტატუსით და ადგილზე დასაქმებულ პირებზე, ანუ რუსეთის მოქალაქეებზეო, განაცხადია პესკოვმა. მოსკოვმა მას შემდეგ გამოაცხადა რუსეთში შეერთებული შტატების დიპლომატიური კონტინგენტის შემცირებაზე, რაც აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს დამატებით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG