Accessibility links

რუსეთში 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს უკრაინის მოქალაქეს ტერორიზმის ბრალდებით


ალექსი სიზონოვიჩი სასამართლოში

რუსეთში სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა უკრაინის მოქალაქე ალექსი სიზონოვიჩს ტერაქტის მზადების, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონოდ ფლობის ბრალდებებით. გამომძიებლები აცხადებენ, რომ სიზონოვიჩი რუსეთში, ქალაქ კამენსკ-შახტინსკში ჩავიდა, სადაც ფოტოები გადაუღო რკინიგზის სადგურს სექტემბრისთვის თავდასხმის მზადებასთან დაკავშირებით. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ რუსეთს რამდენიმე უკრაინელი ჰყავს დაპატიმრებული შეთითხნილი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით მას შემდეგ, რაც 2014 წლის მარტში მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია. მარტში ევროპარლამენტმა მოუწოდა რუსეთს, გაათავისუფლოს 30-ზე მეტი უკრაინელი, რომელიც ან დაპატიმრებულია, ან სხვა ფორმით აქვს შეზღუდული თავისუფლება რუსეთში, ყირიმში და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის მომხრე სეპარატისტები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG