Accessibility links

"ნოვაია გაზეტა" აქვეყნებს ჩეჩნეთში, სავარაუდოდ, გაუსამართლებლად მოკლული 27 ადამიანის სიას


რუსეთის გამოცემა „ნოვაია გაზეტამ“ ორშაბათს გამოაქვეყნა ჩეჩნეთის მკვიდრი, სავარაუდოდ, გაუსამართლებლად მოკლული 27 ადამიანის ვინაობა. გამოცემა იუწყება გარემოებებზე, რომლებიც უკავშირდება გროზნოში 2016ი წლის 17 დეკემბერს პოლიციელზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებისა და მათი ნაცნობების ბედს. ჟურნალისტების ხელთ არსებული დოკუმენტებით, დეკემბერში დაკავებული ერთ-ერთი პირი, 18 წლის ქალი, დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა. მას, სავარაუდოდ, გაუსამართლებლად მოკლულ კიდევ ორ დაკავებულთან ერთად, წაყენებული ჰქონდა გროზნოს თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდება. გაზეთის ინფორმაციით, ამ სამ პირთან კონტაქტის გამო დაკავებულ იქნა კიდევ შვიდი ადამიანი, რომელიც მოგვიანებით ასევე მოკლეს. მათ გარდა „ნოვაია გაზეტა“ იუწყება კიდევ 67 ადამიანზე - ყველა დაკარგულია და, გაზეთის ინფორმაციით, მათგან 14 სასამართლოს გარეშე სიკვდილით იქნა დასჯილი. გაზეთი აქვეყნებს, მისი ინფორმაციით, დაკარგული პირების ნაწილის ფოტოსურათებს. ფოტოებზე ზოგი მათგანი ჩანს ხელებზე ბორკილებით დაბმული კედელთან, ლითონის კონსტრუქციებზე. „ნოვაია გაზეტას“ არაერთხელ გამოუწვევია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის უკმაყოფილება პუბლიკაციებით, რომლებიც ასახავს ჩეჩენი სამართალდამცველების მიერ ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევას.

XS
SM
MD
LG