Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება 2019 წლის მარტში შეწყდება


დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება შეწყდება 2019 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც ქვეყანა გავა ევროკავშირიდან. ამის შესახებ იტყობინება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის კანცელარია. როიტერის ცნობით, კანცელარიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ლონდონი ამზადებს წინადადებებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის მოქალაქეთა უფლებებს ეხება. ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის თაობაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 20 ივლისს შედგა. ამ მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენელმა, მიშელ ბარნიემ განაცხადა, რომ მხარეებმა ვერ მოახერხეს კომპრომისის მიღწევა. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი აგვისტოს ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG