Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი და სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას გეგმავენ


აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა თეთრ სახლს დასამტკიცებლად გაუგზავნეს მათ მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების, საზენიტო კომპლექსებისა და სხვა სახის შეიარაღების მიწოდებას. როგორც აღნიშნავენ, ყველა ეს შეიარაღება გამიზნულია მხოლოდ საგანგებო ვითარებაში გამოსაყენებლად და არა რუტინული სამხედრო მოქმედებების დროს აღმოსავლეთ უკრაინაში. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნელი“.

XS
SM
MD
LG