Accessibility links

დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ენტონი სკარამუჩი


ენტონი სკარამუჩი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან მოხსნას თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორი ენტონი სკარამუჩი. ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. სკარამუჩის გადადგომის შესახებ ცნობა გავრცელდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელად დაინიშნა ჯონ კელი. როგორც აშშ-ის პრესა იტყობინება, სკარამუჩის მოხსნა კელის თხოვნით მოხდა. სკარამუჩიმ თანამდებობაზე მხოლდ ათი დღე დაჰყო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG