Accessibility links

რუსეთმა და ჩინეთმა კრიტიკით უპასუხეს ჩრდილოეთ კორეის გამო აშშ-ის ბრალდებას


რუსეთმა და ჩინეთმა კრიტიკით უპასუხეს შეერთებულ შტატებს, რომელიც აცხადებს, რომ ეს ორი ქვეყანა საკმარის ზომებს არ მიმართავს ჩრდილოეთ კორეის ატომური პროგრამის შესაჩერებლად. გასული კვირის მიწურულს ჩრდილოეთმა კორეამ გამოსცადა რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსიც შეერთებული შტატების ტერიტორიას წვდება. ამ გამოცდას მოჰყვა სოციალურ ქსელში შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოხმაურება, რომ "იმედგაცრუებულია" ჩინეთის უმოქმედობით, დაეხმაროს ამერიკას "ფხენიანის დასჯაში". ტრამპი ტვიტერში გამოთქვამს შეფასებას, რომ ჩინეთი „იოლად“ შეძლებდა პრობლემის მოგვარებას. ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა ჩინეთსა და რუსეთს უწოდა ჩრდილოეთ კორეის მთავარი „ეკონომიკური მხარდამჭერები“ - ამ ქვეყანასთან მათი სავაჭრო კავშირის გამო. პასუხად რუსეთის საგარეო უწყებამ 31 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც შეერთებული შტატებისა და ზოგი სხვა ქვეყნის „უსაფუძვლო მცდელობას“ უწოდებს ჩრდილოეთ კორეის კრიზისისთვის პასუხისმგებლობის რუსეთისა და ჩინეთისათვის დაკისრებას.

XS
SM
MD
LG