Accessibility links

პაკისტანის პარლამენტმა ნავთობმრეწველობის ყოფილი მინისტრი აირჩია ახალ პრემიერ-მინისტრად


პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი შაჰიდ ხაყან აბასი (ცენტრში) საკუთარი პარტიის ლიდერებთან ერთად

პაკისტანის პარლამენტმა ნავთობმრეწველობის ყოფილი მინისტრი, შაჰიდ ხაყან აბასი აირჩია ახალ პრემიერ-მინისტრად. 342-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში მას 221 ხმა ერგო. კენჭისყრა მოჰყვა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 28 ივლისს ნავაზ შარიფის გადადგომას. პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ შარიფი თანამდებობისათვის დისკვალიფიცირებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც „პანამის ქაღალდებით“ გამოაშკარავდა, რომ მას და მის ოჯახს ოფშორულ ზონებში გადამალული ქონება აქვთ. მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობა ნავაზ შარიფის პარტიის ხელშია და წინასწარვე ნათელი იყო, რომ კანონმდებლები ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩევდნენ არა ოპოზიციონერ კანდიდატებს, არამედ შაჰიდ ხაყან აბასს, რომელიც ნავაზ შარიფთან დაახლოებულ პირად ითვლება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG