Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის აზრით, პოროშენკო მასში ძლიერ მეტოქეს ხედავს და ამის გამო ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აზრით, მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა იმის ნიშანია, რომ პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სააკაშვილში ძლიერ მეტოქეს ხედავს. ეს შეფასება სააკაშვილმა გამოთქვა შეერთებული შტატებიდან ვიდეოხიდის დროს. "მინდა, მომცენ საშუალება, თავისუფლად მივიდე უკრაინის სასამართლოში და დავიცვა ჩემი უფლებები. ამის გაკეთება სულ იოლად შეიძლება. როცა უკრაინის მოქალაქეობაზე განაცხადი შევიტანე, ჩემ მიმართ არავითარი სასამართლო განაჩენები არ მოქმედებდა და არც ახლა მოქმედებს. როცა პრეზიდენტი პოროშენკო მოქალაქეობას მანიჭებდა, მისთვის მშვენივრად იყო ცნობილი ჩემი საქმის ყველა ასპექტი და ჩვენ ამაზე არაერთხელ გვილაპარაკია", განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც ოდესის ყოფილი გუბერნატორიც არის. ის ამბობს ასევე, რომ უკრაინაში შემოდგომისათვის აცხადებს „დემოკრატიულ ძალთა პოლიტიკურ მობილიზაციას“. 26 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა მიხეილ სააკაშვილს. ეს უკანასკნელი აპირებს, ადმინისტრაციულ სასამართლოში გააპროტესტოს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG