Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლოში სამი ბრალდებული მოკლეს


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამი ბრალდებული მოკლეს და, სულ ცოტა, ორი ადამიანი დაჭრეს მოსკოვის საოლქო სასამართლოში 1 აგვისტოს სროლის შედეგად. რუსეთის მედია თვითმხილველების, ადვოკატებისა და სასამართლოს თანამშრომლების მონათხრობზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოკლულ იქნა სამი სულ ცხრა შუააზიელი ბრალდებულიდან, რომელთაც წაყენებული აქვთ რამდენიმე მკვლელობის ბრალდებები. სროლის დროს დაიჭრა სასამართლოს ორი თანამშრომელიც. იუწყებიან ასევე შენობაში მყოფთა ევაკუაციის და ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანების მობილიზების შესახებ.

XS
SM
MD
LG