Accessibility links

მოსკოვის სასამართლოში მოკლეს სამი ბრალდებული, სავარაუდოდ, გაქცევის მცდელობისას


მოსკოვის საოლქო სასამართლოში 1 აგვისტოს სროლის დროს მოკლეს სამი ბრალდებული. არიან დაჭრილებიც, მათ შორის ორი ბრალდებული. როგორც იუწყებიან, ხუთი ბრალდებული გაქცევას შეეცადა და ლიფტში თავს დაესხა ბადრაგის ორ წევრს. შენობიდან მოხდა იქ მყოფ პირთა ევაკუაცია და გამოიძახეს რუსეთის მთავრობის სამხედრო შენაერთი, ეროვნული გვარდია. სასამართლოს შენობაში ურთიერთსროლის დროს მოკლულ იქნა სამი ბრალდებული, მძიმედ დაიჭრა ორი. დაიჭრა კიდევ სამი ადამიანი - მათ შორის, ეროვნული გვარდიის წევრი. ინციდენტი მოხდა, როცა სასამართლო განიხილავდა მოსკოვში მკვლელობებში ბრალდებული ცხრა პირის საქმეს. მათ ბრალად ედება 2012-2014 წლებში 17 ადამიანის მკვლელობა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG