Accessibility links

მაიკ პენსი აქებს ჩერნოგორიას "რუსეთიდან ზეწოლის" მიუხედავად ნატოში გაწევრიანებისათვის


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი (მარცხნივ) და ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრი დუშკო მარკოვიჩი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ჩერნოგორიის ლიდერები შეაქო „რუსეთიდან ზეწოლასთან“ წინააღმდეგობისათვის. ჩერნოგორიაში ვიზიტით პენსი დაასრულებს აღმოსავლეთევროპულ ტურნეს, რომლის ფარგლებშიც რეგიონში შეერთებული შტატების რამდენიმე მოკავშირეს, მათ შორის საქართველოს ეწვია. ჩერნოგორიაში თავის ვიზიტს პენსმა უწოდა იმ ფაქტის დასტური, რომ "ამერიკას არ ჰყავს პატარა მოკავშირეები - ჰყავს მხოლოდ ძლიერი მოკავშირეები". ჩერნოგორია - 620-ათასიანი მოსახლეობით - წელს ივნისში მიიღეს ნატოში. 2 აგვისტოს ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრ დუშკო მარკოვიჩთან შეხვედრის დაწყებამდე, მაიკ პენსმა „გამორჩეული მიღწევა“ უწოდა ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანებას, რუსეთიდან ზეწოლის მიუხედავად. „ნატოში გაწევრიანებას განვიხილავთ ჩერნოგორიისათვის ისტორიულ მიღწევად და ამ ქვეყნის სიძლიერის დასტურად დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 10 წლის შემდეგ. გილოცავთ თქვენ, თქვენს მთავრობას და მთელ ჩერნოგორიელ ხალხს ამ გამორჩეულ მიღწევას“, - განაცხადა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჩერნოგორიაში. ეს ქვეყანა რუსეთს ადანაშაულებს შარშან სამხედრო გადატრიალების ორგანიზების მცდელობაში, დასავლეთთან ჩერნოგორიის დაახლოებისათვის ხელის შესაშლელად. მოსკოვი უარყოფს ბრალდებას.

XS
SM
MD
LG