Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სასამართლო მოითხოვს „ნოვაია გაზეტას“ რეპორტიორის უზბეკეთში დეპორტაციას


მოსკოვში სასამართლოს გადაწყვეტილებით, უზბეკეთში დეპორტაცია მოელის რუსეთის ავტორიტეტიანი გამოცემის, „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტ ალი ფერუზს. ჟურნალისტი ჰუდობერდი ნურმატოვი, რომელიც ფსევდონიმად იყენებს ალი ფერუზის სახელს, დამნაშავედ ცნეს იმიგრაციის შესახებ კანონის დარღვევაში. ის რუსეთშია დაბადებული და თავს უდანაშაულოდ ცნობს. ფერუზი ამბობს, რომ 2014 წლიდან ელოდება რუსეთში ლტოლვილის სტატუსის მიღებას და შიშობს, რომ უზბეკეთში დეპორტაციის შემთხვევაში, იქ დაპატიმრება და წამება მოელის. ჟურნალისტის თქმით, ის 2008 წელს გაიქცა უზბეკეთიდან მას შემდეგ, რაც უარი თქვა იქ უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობაზე და წინასწარი დაკავების იზოლატორში ორი დღე აწამეს. ფერუზი 1 აგვისტოს დააკავეს მოსკოვში „ნოვაია გაზეტას“ რედაქციის მახლობლად.

XS
SM
MD
LG