Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აშშ-ს ადანაშაულებს ბირთვულ პროგრამაზე 2015 წლის შეთანხმების დარღვევაში


ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ალი ლარიჯანი
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ალი ლარიჯანი

ირანი აცხადებს, რომ საჩივრით მიმართა მის ბირთვულ პროგრამაზე 2015 წლის შეთანხმების შესრულების მეთვალყურე კომისიას სანქციების გამო, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა გასულ თვეში დაუწესა თეირანს. ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალი ლარიჯანიმ, 1 აგვისტოს გამოაცხადა საჩივრის შესახებ და განმარტა, რომ ვაშინგტონს ადანაშაულებენ ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების დარღვევაში. ეს შეთანხმება ირანმა და მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა გააფორმეს. ის ითვალისწინებს ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გაუქმებას, თეირანის ბირთვული პროგრამის შეკვეცის საპასუხოდ. ხოლო შეერთებული შტატების ახალი სანქციების მიზეზად სახელდება ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა. გასულ თვეში ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ექვს ირანულ ფირმას ბალისტიკური რაკეტების პროგრამაში მონაწილეობისათვის. ახალი სანქციები მიმართულია ისლამური რევოლუციური გვარდიის წინააღმდეგაც.

XS
SM
MD
LG