Accessibility links

ავღანეთში თავდასხმა მოეწყო უცხოელი ჯარისკაცების ბადრაგზე


ავღანეთში მსხვერპლი მოჰყვა უცხოელი ჯარისკაცების ბადრაგზე თავდასხმას, რომელიც თვითმკვლელმა მოაწყო. აფეთქება სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში მოხდა. ნატოს მისია იუწყება მსხვერპლის შესახებ, მაგრამ არ აზუსტებს რაოდენობას და იმას, თუ რომელი ქვეყნის, ან ქვეყნების წარმომადგენლები დაზარალდნენ. უშიშროების სამსახურის ადგილობრივი ანონიმი წარმომადგენლის ინფორმაციით, იერიში მოეწყო ახლოს ყანდაარის აეროპორტთან, რომელსაც სამხედრო ბაზად იყენებენ ავღანეთის უშიშროების ძალების მხარდამჭერი უცხოელი სამხედროები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. ამჟამად ავღანეთში იმყოფება 13 500-მდე უცხოელი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 850-ზე მეტი ქართველი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG