Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მე-3 ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ჩაერთო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში


ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ქვეითი ბრიგადისგან უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზაზე, „მარმალზე" გაიმართა. საერთაშორისო მხარდამჭერი ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მარკო ჰაუბმა პირველი ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისთვის და წარმატება უსურვა მესამე ბრიგადის ასეულის სამხედროებს, რომლებიც ავღანეთში მომდევნო 7 თვის განმავლობაში იმსახურებენ. გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანაა ოპერაციის რაიონის გაკონტროლება და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება.

XS
SM
MD
LG