Accessibility links

აშშ-ის სენატმა ქრისტოფერ რეი დაამტკიცა ეფბიაის დირექტორის პოსტზე


აშშ-ის სენატმა დიდი უმრავლესობით დაამტკიცა ქრისტოფერ რეი გამოძიების ფედერალური ბიუროს (ეფბიაი) დირექტორად. მისი წინამორბედი, ჯეიმს კომი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წელს მაისში მოხსნა წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევაზე გამოძიებით ტრამპის უკმაყოფილების ფონზე. 50 წლის ქრისტოფერ რეი ყოფილი პრეზიდენტის, უმცროსი ჯორჯ ბუშის მმართველობის დროს მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში. ის თავის მთავარ ამოცანად ასახელებს კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის პრიცნიპების ერთგულებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG