Accessibility links

მაიკ პენსი: "დასავლეთ ბალკანეთის მომავალი დასავლეთშია“


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დასავლეთში ხედავს დასავლეთ ბალკანეთის მომავალს. ეს განცხადება მან გააკეთა ჩერნოგორიაში, სადაც დღეს დაასრულებს აღმოსავლეთევროპულ ტურნეს, რომლის ფარგლებშიც რეგიონში შეერთებული შტატების რამდენიმე მოკავშირეს, მათ შორის საქართველოს ეწვია. დასავლეთ ბალკანეთს, პოლიტიკური ტერმინის გაგებით, მიეკუთვნებიან ჩერნოგორია, სერბია, ბოსნია, ალბანეთი, კოსოვო და მაკედონია. პენსმა დღეს ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცაში რეგიონის ლიდერებთან შეხვედრამდე გამოთქვა იმედი, რომ შეერთებული შტატები განავითარებს ურთიერთობას, რომელიც გააძლიერებს კავშირებს „ევროპის თანამეგობრობას, დასავლეთ ბალკანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“. დღესვე მან ჩერნოგორია შეაქო „რუსეთიდან ზეწოლის“ მიუხედავად ნატოში გაწევრიანებისათვის. ჩერნოგორია, რომლის მოსახლეობაც სულ 620 ათასი ადამიანია, წელს ივნისში მიიღეს ალიანსში. „ნატოში გაწევრიანებას განვიხილავთ ჩერნოგორიისათვის ისტორიულ მიღწევად და ამ ქვეყნის სიძლიერის დასტურად დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 10 წლის შემდეგ. გილოცავთ თქვენ, თქვენს მთავრობას და მთელ ჩერნოგორიელ ხალხს ამ გამორჩეულ მიღწევას“, - განაცხადა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჩერნოგორიაში. ეს ქვეყანა რუსეთს ადანაშაულებს შარშან სამხედრო გადატრიალების ორგანიზების მცდელობაში, დასავლეთთან ჩერნოგორიის დაახლოებისათვის ხელის შესაშლელად. მოსკოვი უარყოფს ბრალდებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG