Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დააკავეს ძიუდოისტი, რომელიც წარსულში საქართველოს ნაკრების მწვრთნელიც იყო


კიევში დააკავეს ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ავსტრიაში დაბადებული პეტერ ზაიზენბახერი, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. 57 წლის ზაიზენბახერი შვიდი თვე იმალებოდა მას შემდეგ, რაც შარშან დეკემბერში არ გამოცხადდა ვენაში სასამართლოს სხდომაზე, რომელზეც უნდა განეხილათ 2000-ანი წლების დასაწყისში ორ არასრულწლოვან გოგოზე ძალადობის ბრალდებები. ავსტრიამ უკვე მოითხოვა უკრაინიდან მისი ექსტრადიცია. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ზაიზენბახერს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზაიზენბახერი, რომელიც 1984 და 1988 წლების ოლიმპიადების ჩემპიონია, 2010-2012 წლებში იყო ძიუდოში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

XS
SM
MD
LG