Accessibility links

ირანში გაიმართა პრეზიდენტად ჰასან როჰანის მეორე ვადით დამტკიცების ცერემონია


ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ოფიციალურად დაადასტურა ირანის პრეზიდენტად ჰასან როჰანის მეორე ვადით არჩევა. „ვადასტურებს კენჭისყრის შედეგს და გნიშნავთ რესპუბლიკის პრეზიდენტად“, - განაცხადა ხამენეიმ 3 აგვისტოს თეირანში როჰანის, ირანელი და უცხოელი ოფიციალური პირების მონაწილეობით გამართულ ცერემონიაზე. 68 წლის როჰანიმ, რომელიც თავს ზომიერი კურსის მომხრეებს მიაკუთვნებს, წელს მაისში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. დღევანდელ ცერემონიაზე ის ერთიანობისაკენ მოწოდებით გამოვიდა და პირობა დადო, რომ გააგრძელებს ძალისხმევას მსოფლიოსთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. 5 აგვისტოს ის ერთგულების ფიცს დადებს ირანის პარლამენტში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG